ავტორი:

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაშავებული 5 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას დაშავებული 5 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მცირეწლოვანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და მისი თბილისში ტრასპორტირება შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბიჭის დას, 6 წლის გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებული 9 ადამიანი ქობულეთის ორ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები გარდაცვლილი ცოლ-ქმარის შვილები იყვნენ, რომლებიც საქართველოში პოლონეთიდან ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთამანეთს სამი მინივენი შეეჯახა. მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულთა შორის ორი ქართველი მძღოლია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ვინ იყვნენ ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიისას დაღუპულები - "არ ვიცით, მოძრაობდნენ თუ არა მაღალი სიჩქარით... ტრაგედია მოხდა"

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა - დაიღუპნენ 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა