ავტორი:

აზერბაიჯანში ტურისტებს 500 წლოვანი ხე დაეცა - დაშავებულია 19 ადამიანი

აზერბაიჯანში ტურისტებს 500 წლოვანი ხე დაეცა - დაშავებულია 19 ადამიანი

აზერბაიჯანში შეკინელი ხანების რეზიდენციის ტერიტორიაზე 500 წლოვანი ხის ტოტის მოტეხვის შედეგად, 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ტურისტები. ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, ყველა დაშავებულმა საავადმყოფოებს მიმართა, რომელთაგან ორი სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსდა და მათი მკურნალობა მიმდინარეობს. სპეციალურად დაშავებულებისთვის ბაქოდან კვალიფიციური მედპერსონალის გამოძახება გახდა საჭირო. დაშავებულებს შორის უცხოელებიც არიან.

აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტი პირად კონტროლზე აიყვანა ქვეყნის პრეზიდენტმა.

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

დიდ ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანი ემსხვერპლა - უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი