ავტორი:

"პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი, არადა, ხომ შეიძლება, ვისაუბროთ პოზიტივზე" - კახა კალაძე მელიასა და "ევროპული საქართველოს" ლიდერების უთანხმოებაზე

"პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი, არადა, ხომ შეიძლება, ვისაუბროთ პოზიტივზე" - კახა კალაძე მელიასა და "ევროპული საქართველოს" ლიდერების უთანხმოებაზე

ხალხი ამდენი პოლიტიკით და დაპირისპირებით ძალიან დაიღალა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერების უთანხმოების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება არა დაპირისპირებაზე, არამედ საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც დღეს მე ვუყურებ, არის ის, რომ პოლიტიკამ შეჭამა ყველაფერი. არადა, ხომ შეიძლება, ვისაუბროთ პოზიტივზე, სამომავლო პროექტებზე, წინსვლასა და განვითარებაზე. სულ გვესმის „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“… ვხედავთ დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას, ლანძღვა-გინებას. ხალხი ამ ყველაფრისგან ძალიან დაიღალა. მოდი, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. თითო აგური დავდოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო უკეთესი და უფრო განვითარებული იყოს, სადაც ხალხი უფრო ბედნიერად იცხოვრებს. ჩვენ ხომ ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია და გამოვიყენოთ ეს რესურსი ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება" - კახა კალაძე

"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?

"ადამიანი 2012 წლის მერე "ნაცმოძრაობის“ წევრი რომ გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე" - მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე