ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საზაფხულო აქცია გრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საზაფხულო აქცია გრძელდება

TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საზაფხულო აქციით სარგებლობას ივლისშიც სთავაზობს. კვლავინდებურად ძალაში რჩება აქციის ყველა პირობა.

ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირები „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებენ. დამატებით, საზაფხულო აქციაში ჩართვით დაინტერესებული მომხმარებლისთვის „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სალონისა და ჰაერის ორიგინალ ფილტრებზეც სპეციალურ ფასს აწესებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საზაფხულო აქციით სარგებლობა კვლავაც შეეძლებათ VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებს. მათთვის ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარად იქნება შესაძლებელი. Corolla-ს მფლობელებს ამ ტიპის მომსახურებას 100 ლარად გაუწევენ, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი - 125 ლარად.

გარდა ამისა, მომხმარებელი, რომელიც საზაფხულო აქციაში ჩაერთვება, „ტოიოტა ცენტრ თბილისისგან“ სალონისა და ჰაერის ორიგინალი წარმოების ფილტრებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს. ამ შეთავაზებით ტოიოტას ოფიციალური დილერი გარემოსდაცვით გამოწვევებს ეხმიანება და მომხმარებელს სთავაზობს, თავი დაიცვას ქუჩაში არსებული გამონაბოლქვისა და დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვისგან, რის გარანტიასაც სალონის ახალი ორიგინალი ფილტრი იძლევა. რაც შეეხება ჰაერის ფილტრს, ის ავტომანქანის ძრავის გამართულ მუშაობას უზრუნველჰყოფს, შედეგად, გარემოს დაბინძურება მცირდება.

ტოიოტას მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საზაფხულო აქციაში ჩართვით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2511; 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი