ავტორი:

Cercle – ის მასტერკლასი თბილისში - გუნდი რომელიც ქმნის ყველასგან განსხვავებულ ივენთებს, მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ ადგილებში

Cercle – ის მასტერკლასი თბილისში - გუნდი რომელიც ქმნის ყველასგან განსხვავებულ ივენთებს, მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ ადგილებში

20 ივლისს თბილისს ცნობილი მუსიკალური პროექტი Polo & Pan ეწევევა და დაუვიწყარ კონცერტს გამართავს.

ღონისძიების ორგანიზატორებმა, ორგანიზაცია „ორიგამის“ დამფუძნებლებმა AMBEBI.GE-ს უამბეს, რომ Polo & Pan-ს თბილისში კონცერტის გამართვა ძალიან უნდოდა და ქართველი მსმენელის წინაშე „ლაივითა“ და ორი შემსრულებლით წარსდგება. სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული მიმები კი მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის ულამაზეს შერწყმას წარმოადგენენ.

Polo & Pan - ს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის სიურპრიზის შესახებ , რომელიც ორგანიზატორებს სტუმრებისთვის აქვთ.

„Origami“ წარმოგიდგენთ Cercle-ს მასტრკლასს, სადაც მათი გუნდის წევრები - დერეკ ბარბოლა და ფილიპ ტუჩმანი გაგვიზიარებენ გამოცდილებას, ივენთების ორგანიზებისა და მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ.

Cercle- გუნდი ქმნის ყველასგან განსხვავებულ ივენთებს, მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ ადგილებში . მათთვის პრიორიტეტია ლოკაციის ორიგინალურობა, რათა ელექტრონული მუსიკის ფონზე მსოფლიოს გააცნოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობა, სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი მასტერკლასები იმდენაც ცნობილია, რომ დაანონსებისთანავე ყველა ბილეთი მაშინვე იყიდება.

ქართველ მსმენელს კი საშუალება ექნება 20ივლისს 19:00საათზე, ისინი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ეზოში იხილოს. დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც Polo & Pan (Live) -ის ბილეთები აქვს შეძენილი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება