ავტორი:

ღვიძლისა და სანაღვლე გზების საუკეთესო ქირურგი, გურამ ახალაძე უფასო კონსულტაციებს გამართავს

ღვიძლისა და სანაღვლე გზების საუკეთესო ქირურგი, გურამ ახალაძე უფასო კონსულტაციებს გამართავს

ღვიძლისა და სანაღვლე გზების საუკეთესო ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, გურამ ახალაძე 22 ივლისიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავს.

უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა შეუძლიათ პაციენტებს, ვისაც დადგენილი აქვთ:

- ღვიძლის ან პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნეები

- ღვიძლის ან პანკრეასის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, როგორიც არის ადენომა, ჰემანგიომა, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და სხვდასხვა გენეზის კისტური წარმონაქმნები.

პროფესორ გურამ ახალაძეს აქვს 40 წელზე მეტი გამოცდილება ღვიძლის, სანაღვლე სადინრებისა და პანკრეასის ქირურგიაში, არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გურამ ახალაძე და „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამოცდილ ქირურგთა გუნდი ასრულებენ ყველა სირთულის ქირურგიულ ოპერაციებს ღვიძლის სიმსივნეების, ღვიძლის მეტასტაზური დაზიანებების, პანკრეასის სიმსივნეების, კლაცკინის სიმსივნის და სანაღვლე გზების ნებისმიერ პათოლოგიის დროს.

ახალაძე იყო ერთ-ერთი პირველი ქირურგი რუსეთში, ვინც დანერგა პანკრეასის თავის რეზექციები თორმეტგოჯა ნაწლავის შენარჩუნებით, ასევე განსაკუთრებით რთული რეზექციები ღვიძლის სრული სისხლძარღვოვანი იზოლაციის პირობებში და ერთ-ერთი პირველი ლაპაროსკოპიული ოპერაციები ღვიძლსა და პანკრეასზე.

კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ ნიუ ჰოსპიტალსის ქოლ-ცენტრს, ნომერზე 2 190 190; ხოლო ექიმთან კონსულტაციაზე უნდა იქონიონ დიაგნოზის დამადასტურებელი ფორმა 100.

შეიტყვეთ მეტი ღვიძლისა და სანაღვლე გზების საუკეთესო ქირურგის, გურამ ახალაძის შესახებ https://bit.ly/2XNici5

ბათუმში კორონავირუსისგან 80 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა

"ჩემი ცხოვრება ერთხელ უკვე გაჩერდა 1995 წელს და დავაბრუნებდი მანამდე პერიოდს" - ამირან გამყრელიძე

"შვილიშვილები მეკითხებინ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო... უნდა წავიყვანო, იქაურობა მენატრება" - ამირან გამყრელიძე