ავტორი:

YAMAHA-ს გოლფის უახლესი ელექტრომობილები საქართველოშიც ხელმისაწვდომია

YAMAHA-ს გოლფის უახლესი ელექტრომობილები საქართველოშიც ხელმისაწვდომია

„YAMAHA-ს პროდუქციის დიდ არჩევანს, რომელიც საქართველოში მოტოციკლების, კვადროციკლების, წყლის სკუტერების, ნავის დასაკიდი ძრავებისა და ექსტრემალური ტექნიკის მრავალრიცხოვანი მოდელის სახითაა წარმოდგენილი, წელს გოლფის უახლესი ელექტრომობილებიც შეემატა. სწორედ ამიტომ, გოლფის მოედნებისა თუ მაღალი კლასის სასტუმროების მფლობელებს რეკომენდაციას ვუწევთ, შეიძინონ YAMAHA-ს გოლფის მანქანები და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რომ თავიანთ მომხმარებელს სრული კომფორტი შესთავაზონ. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც ტესტდრაივს გაივლით“, - განაცხადა „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ და „საქართველოში YAMAHA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა გოლფის ელექტრომობილების უახლესი მოდელების პრეზენტაციაზე.

2019 წლის ივლისში „YAMAHA მოტორ კორპორაცია“ დაარსებიდან 64-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, YAMAHA-ს ერთადერთმა დილერმა საქართველოში „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“, რომელიც YAMAHA-ს წარმომადგენლობას ფლობს, მომხმარებელს ახალი პროდუქტი - გოლფის ელექტრომობილები შესთავაზა. YAMAHA-ს ახალი პროდუქტის წარდგენის ღონისძიებას „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ უმასპინძლა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, აშშ-ის გოლფის ეროვნული ფონდის მონაცემებით, YAMAHA-ს გოლფის ელექტრომობილები მსოფლიოში განთქმულია სეგმენტის მრავალფეროვნებითა და უმაღლესი ხარისხით. სწორედ ამიტომ, ამერიკაში მომხმარებელთა 97% YAMAHA-ს ირჩევს. გოლფის ელექტრომობილების მაღალ ხარისხში ის მომხმარებლებიც დარწმუნდნენ, რომლებიც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე ახალი პროდუქტი დაათვალიერეს და ტესდრაივი გაიარეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ YAMAHA-ს დილერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, გოლფის მოედნების, სასტუმროებისა და კერძო აეროპორტების მფლობელები, როგორც საქართველოდან, ასევე ამიერკავკასიის ქვეყნებიდან.

მსგავს შეხვედრას YAMAHA ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს. წლევანდელ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, მოეწყო სამუშაო შეხვედრები, გოლფის ელექტრომობილების უახლესი მოდელების თეორიული განხილვა და რაც მთავარია, მათი ტესტდრაივი, რამაც პროდუქციის შეძენით დაინტერესებულ პირებს ამ შეუდარებელი ავტომობილების პრაქტიკული გამოცდის შესაძლებლობა მისცა.

როგორც YAMAHA-ს იაპონელმა წარმომადგენელმა სარუტა მარკ მასამიმ პრეზენტაციაზე განაცხადა, YAMAHA-ს ახალი პროდუქტის წარსადგენად საქართველო იმ მიზნით შეირჩა, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალია.

„ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში YAMAHA-ს დილერები და დისტრიბუტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შევიკრიბეთ, რათა ჩაგვეტარებინა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება. საქართველოს, კერძოდ კი მისი დედაქალაქის ამ საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ადგილად შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. გარდა ამისა, ეს ულამაზესი ქვეყანაა, შესანიშნავი ხედებით, გამორჩეულად დახვეწილი სამზარეულოთი და საუკეთესო ღვინით. პირველად ვარ საქართველოში და მოხარული ვარ, რომ შევხვდი კეთილგანწყობილ და სტუმართმოყვარე ქართველებს. გულწრფელად ვფიქრობ, რომ წელს საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ ამ უმშვენიერესი ქვეყნის სახით. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ქართველი სუმოს მოჭიდავე ტოჩინოშინი იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ის იაპონელი ხალხის უსაყვარლესი გმირია. ჩვენ სიამოვნებით დავბრუნდებით საქართველოში მომავალი აქტივობების ჩასატარებლად“, - აღნიშნა YAMAHA-ს იაპონელმა წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, YAMAHA-მ გოლფის მანქანების წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში 1985 წლიდან დაიწყო. იმ დროისთვის კომპანიას მოტო- და კვადროტექნიკის წარმოების მიმართულებით დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი. დღეისათვის YAMAHA გოლფის ინდუსტრიაში ყველაზე ინოვაციურ და მაღალი ხარისხის ელექტრომობილებს ქმნის.

„YAMAHA იყო პირველი, ვინც გოლფის მანქანა შექმნა და საწვავის ელექტროშეფრქვევის სისტემით აღჭურვა. ასევე, მნიშვნელოვანია ოთხივე საბურავის დამოუკიდებელი დაკიდება, რაც მოძრაობისას მაქსიმალური კომფორტის შეგრძნებას უზრუნველყოფს. მხოლოდ YAMAHA-მ შეძლო შეექმნა გოლფის მანქანა საწვავის სისტემით. ის ისეთივე ჩუმი და უხმაუროა, როგორც ელექტრომობილი“, - განაცხადა სარუტა მარკ მასამიმ.

როგორც „საქართველოში YAMAHA-ს წარმომადგენლობის“ მენეჯერმა მაია ხუჯაძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო YAMAHA-ს გოლფის მანქანების ორი უახლესი მოდელი - UMAX და CRUISE 4. მისი თქმით, ელექტრომობილი UMAX–ი გოლფის მოედანზე მრავალფუნქციურობით გამოირჩევა.

„გარდა იმისა, რომ UMAX–ი ძალიან კომფორტული და რბილია გადაადგილებისას, მასზე შეგვიძლია დავამაგროთ, როგორც გოლფის ბურთების შესაგროვებელი, ასევე ბალახის დასასუფთავებელი მოწყობილობები. ამდენად, ეს ორივე პრობლემა იოლად გვარდება. UMAX–ის სიმძლავრე ყველა დატვირთვას მარტივად უძლებს. მას აქვს ექვსი ფერის არჩევანი, კომფორტული სავარძლები და დიდი შიდა სივრცე, ნივთების შესანახი ფართო სათავსო. მისი 50-სანტიმეტრიანი ფართო საბურავები კი კარგ გამავლობას უზრუნველყოფს და შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კვადროციკლს ვმართავთ“, - განაცხადა მაია ხუჯაძემ.

მისივე თქმით, მეორე მოდელი - CRUISE 4-ი, ასევე ელექტრომობილია და ის გათვლილია მაღალი კლასის სასტუმროებისა და კერძო აეროპორტებისთვის, რომლებიც, ძირითადად, VIP-მომხმარებელს ემსახურება.

„ოთხ კაცზე გათვლილი YAMAHA-ს კრუიზ მოდელი, თავისი რბილი და ფაქტიურად უხმაურო მოძრაობით, ყველაზე პრეტენზიულ ადამიანსაც კი მონუსხავს. CRUISE 4-ი გამოირჩევა ფართო და კომფორტული სავარძლებით, რაც ამ მოდელის მაღალ კლასზე მიუთითებს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 31 კმ/სთ, ხოლო მობრუნების რადიუსი - 4,4 მ. CRUISE 4-ი საათში მხოლოდ 5 კვტ/სთ ენერგიას მოიხმარს“, - აღნიშნა მაია ხუჯაძემ.

გოლფის უახლესი ელექტრომობილების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება და მათი ადგილზე დათვალიერება შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამისთვის უნდა მიმართოთ YAMAHA-ს ოფიციალურ დილერს საქართველოში „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-20 კმ., ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე, ან დაუკავშირდეთ: ( 032) 254 01 05; (032) 251 11 11; 593 32 31 20. Facebook: Yamaha Motor Georgia

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი