ავტორი:

"ცოტა ხნის წინ შვილი სიმსივნით გარდაეცვალა" - ვინ იყო 51 წლის მეხანძრე რომელიც ყარაჯალაში ხანძარს ემსხვერპლა

"ცოტა ხნის წინ შვილი სიმსივნით გარდაეცვალა" - ვინ იყო 51 წლის მეხანძრე რომელიც ყარაჯალაში ხანძარს ემსხვერპლა

გუშინ სოფელ ყარაჯალაში მეხანძრე-მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გარდაცვლილი 51 წლის გელა მელიქიძეა. მისი ახლობელი, შორენა მარსაგიშვილი ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მასზე არც გადაცემებს მოამზადებენ, არც ვრცელ პოსტებს მიუძღვნიან სელებრითები, არც პატრიარქთან მიიყვანენ სანუგეშოდ მის ცოლსა და შვილს, არც სოციალური ქსელი აჭრელდება მისი ფოტოებით. არადა ის სხვა ადამიანების გადასარჩენად დაიღუპა. 51 წლის მეხანძრე გელა მიქელაძე ყარაჯალაში ხანძრის ლიკვიდიაციის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ქალიშვილი დარჩა. ბიჭი კი ცოტა ხნის წინ სიმსივნით გარდაეცვალა. სამწუხაროდ ჩვენთან მხოლოდ ცნობად სახეებზე შესტკივათ გული. გელა და მისნაირები კი... ვითომ ასეც უნდა ყოფილიყო, ვითომც არაფერი, ვითომც ჩვეულებრივი ამბავი. ნათელში იყავი ჩვეულებრივო და კარგო კაცო".

გელა მელიქიძე ხანძრის ქრობის დროს სიმაღლიდან ჩამოვარდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მან დაზიანებები თავის არეში მიიღო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტიაციების სამსახურის ინფორმაციით, გელა მელიქიძე 20 წელზე მეტია მეხანძრედ მუშაობდა.

"მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო