ავტორი:

რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე 17 ივლისის მთვარის დაბნელება - ასტროლოგის განმარტება

რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე 17 ივლისის მთვარის დაბნელება - ასტროლოგის განმარტება

რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს 17 ივლისის მთვარის დაბნელება. მოვლენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"17 ივლისს, თბილისის დროით 01:31 წუთზე მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა, რითიც სრულდება დაბნელების დერეფნის რთული პერიოდი, რომელიც მზის დაბნელებით, 2 ივლისს დაიწყო.

ამ დაბნელების ნახვა აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილისთვის იქნება შესაძლებელი, ასევე სამხრეთ ამერიკის მოსახლეობასაც შეუძლია მისი ხილვა.

დაბნელება და სავსემთვარეობა ხდება თხის რქა-კირჩხიბის ღერძზე, თხის რქის 24-ე გრადუსზე.

ვინაიდან მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობისას ხდება, ენერგეტიკული თვალსაზრისით რთულ დღედ არის მიჩნეული (16-19 ივლისის პერიოდი მთლიანად), რაც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.

21-22 ივლისამდე მაინც სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. იმატებს ტრავმულობა, გაღიზიანება, აგრესიულობა.

  • ადამიანი მეტად მგრძნობიარე, ემოციური ხდება, მით უფრო, რომ მზე, ახლა ყველაზე ემოციურ ნიშანს, კირჩხიბს გადის

როგორც ყველა სავსემთვარეობას, ახლა მით უფრო განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, ასევე, ხერხემალს, მუხლებს, კბილებს. მატულობს მოტეხილობების ალბათობა.

ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და ზოგადად, მნიშვნელოვანი საქმეების წარმოება სჯობს 20 რიცხვიდან, თუ საშუალება გაქვთ, რომ 1 აგვისტომდე გადადოთ - კიდევ უკეთესი, ვინაიდან შეგახსენებთ, რომ გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, მერკური, ამჟამად ე.წ. რეტრო მოძრაობაშია, რაც აფერხებს ურთიერთგაგებას, სარფიან გარიგებებს, მოლაპარაკებების პროცესს.

კვლავ აქტუალური რჩება რეკომენდაცია ხალხმრავალ და შეკრების ადგილებში მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენის შესახებ!

ასევე, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გზებზე ფეხით ან მანქანით გადაადგილებისას.

მთვარის დაბნელების დროს, რაღაც ეტაპი სრულდება. გადაავლეთ თვალი თქვენს ახლო წარსულს... ყველაფერი შეასრულეთ რასაც გეგმავდით? და იქნებ ის, რაც ჯერ კიდევ არ შესრულდა, აღარც არის თქვენთვის აქტუალური ან საჭირო?

ამ დაბნელების თემები დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, ზრუნვასთან, მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან, სამსახურსა და კარიერაში ცვლილებებთან.

ბედნიერ დღეებს გისურვებთ! ცოტაც და დაბნელების დერეფანი იხურება! მალე ბევრად მსუბუქი, ნათელი ენერგეტიკა გავრცელდება სამყაროში!

ნახეთ ასევე: "საქართველოსთვის ვალების გასტუმრების დრო დადგა, სამყარო გზავნის შანსებს ჩვენი ქვეყნისთვის!" - ასტროლოგი 17 ივლისის მთვარის დაბნელებაზე

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისიდან იხსნება