ავტორი:

"რეგიონში სასტუმროს მშენებლობა რთულია და ძვირი" - როგორ აშენდა ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო

"რეგიონში სასტუმროს მშენებლობა რთულია და ძვირი" - როგორ აშენდა ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო

"საპარტნიორო ფონდისა" და "Capitol Investment Group"-ის ერთობლივი პროექტის, ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო „Best Western Kutaisi"-ის მშენებლობის, გამოწვევებისა და წარმატების შესახებ საინვესტიციო ჯგუფ „კაპიტოლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი საუბრობს.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საინვესტიციო ჯგუფის, დეველოპერულმა კომპანია „სიმეტრიამ“ ერთერთმა პირველმა დაიწყო რეგიონებში სასტუმროების ბიზნესის განვითარება და პირველმა შეამჩნია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროს მშენებლობის საჭიროება.

შესაბამისად, 2013 წელს ჩვენ დავიწყეთ ამ გეგმის განხორციელება. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან რეგიონში მშენებლობა არის რთული და ძვირიც. ამასთანავე, არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტის მოქნილი ბრენდი, არ არსებობდა სასტუმროების მართვის მომსახურების კომპანია და ფინანსური სახსრების მობილიზებაც იყო რთული, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი რეგიონული გამოცდილება.

სწორედ რეგიონული სასტუმროების გეგმიდან და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენმა ჯგუფმა საქართველოში შემოიყვანა საერთაშორისო ბრენდი „Best Western“-ი. ასევე, მოვიწვიეთ ესპანური სასტუმროების მართვის კომპანია "T3 Hospitality", რითაც საქართველოს შეექმნა შესაძლებლობა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი ყოფილიყო მსგავსი ბრენდები.

მოგეხსენებათ, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება არის სუსტი და ძალიან ძნელია ასეთი ტიპის წამოწყებებით ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება, თუმცა 2015 წელს "საპარტნიორო ფონდის" გუნდმა ირწმუნა ქუთაისის სასტუმროს ბიზნეს გეგმის და მისი მშენებლობისთვის გამოჰყო სრული ბიუჯეტის 50% (რამაც შეადგინა 1.5 მლნ აშშ დოლარი) შედეგად, 2015 წელს ჩვენ გავხსენით 45-ნომრიანი სასტუმრო "Best Western Kutaisi". სასტუმროს შენობის ინფრასტრუქტურამ, მომსახურების ხარისხმა და მოკლევადიანმა ფინანსურმა შედეგებმა საშუალება მოგვცა, ბანკებისთვის მიმზიდველი გავმხდარიყავით და მოგვეზიდა ერთ-ერთი ადგილობრივი კერძო ბანკის ფინანსური რესურსი, რათა გადაგვეფარა „საპარტნიორო ფონდისგან“ მოზიდული სახსრები.

სწორედ ეს არის "საპარტნიორო ფონდის" ფინანსური ინსტრუმენტის სარგებელი და საჭიროება, რომ ირწმუნოს და დაეხმაროს ახალ წამოწყებას მაშინ, როდესაც სხვებს მისი არ სჯერათ" - აღნიშნავს გიორგი ჯახუტაშვილი.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის