ავტორი:

გახარიას კომენტარი პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ - "კითხვები ბევრი იყო და ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული"

გახარიას კომენტარი პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ - "კითხვები ბევრი იყო და ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული"

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გასცა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დაისვა ყველა კითხვა, რომელიც აინტერესებდა გამოძიებას.

"მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და შესაბამისად ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული“, - განაცხადა გახარიამ.

გენერალურ პროკურატურაში გახარიას გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ცნობილია, გამოკითხვა 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მოხდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები