ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილისგან მივიღე გზავნილი, არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერო

ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილისგან მივიღე გზავნილი, არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან გზავნილი მიიღო, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიჭერს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა.

"ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის წევრი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი, საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016- ში ორივეს, რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს, მაშინ არ ჰქონდა და ახლა რაში სჭირდებოდა? ზეგ ვბრუნდები პასუხი რუსულად, რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრა მეფისტოფელს. ისე სააკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007 წელში, მერე როგორც გაგრძელდა კი იცით.

ერთი რამ ზუსტად ვიცი. ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსნის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში - პირიქით. „მატროსოვი“ და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე, თუ მასე არ მოხდება“, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები