ბოლო დღეების განმავლობაში უამრავი ადამიანი პოსტავს „ფეისბუქზე“ საკუთარ „დაბერებულ“ ფოტოებს. აპლიკაცია FaceApp საშუალებას გვაძლევს, შევცვალოთ ჩვენი გარეგნობა, ან - ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი სახე წლების შემდეგ. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა აპლიკაციას მისცეს წვდომა საკუთარ სურათებსა და მემეებზე.
FaceApp 100 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა Google Play-დან, ხოლო iOS App Store-დან გადმოწერის მაჩვენებლების მიხედვით აპლიკაცია 121 ქვეყანაში ლიდერობს.
დაინსტალირებამდე მომხმარებლები ეთანხმებიან სარგებლობის წესს. Forbes წერს, რომ თქვენ აძლევთ აპლიკაციას მუდმივ, შეუქცევად, უფასო წვდომას მსოფლიო მასშტაბით. აძლევთ საშუალებას, გამოიყენონ თქვენი ინფორმაცია საკუთარი სურვილის მიხედვით და ამის გამო არანაირ კომპენსაციას არ მიიღებთ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პოპულარულმა აპლიკაციებმა შეგროვებული მონაცემები არამიზნობრივად გამოიყენეს, დაირღვა კონფიდენციალურობა.
სპეციალისტების თქმით, FaceApp რომ გამოიყენოთ, თქვენს ყველა ფოტოზე უნდა მისცეთ წვდომა. აპლიკაცია მონაცემებს აგროვებს იმ შემთხვევაშიც, თუ არ იყენებთ მას.