ავტორი:

სოფელ არგვეთაში„ბიბლუსის“ ახალი, 63–ე ფილიალი გაიხსნა

სოფელ არგვეთაში„ბიბლუსის“ ახალი, 63–ე ფილიალი გაიხსნა

წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“, კიდევ ერთი, რიგით 63–ე ფილიალი დაემატა. ახალი ფილიალი 16 ივლისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში ოფიციალურად გაიხსნა. იგი „ვისოლის“ მულტიფუნქციური სადგურის სივრცეში მდებარეობს. გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ წიგნი საქართველოს ყველა რეგიონში ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს.

„ჩვენი მაღაზიათა ქსელი საკმაოდ სწრაფად ფართოვდება და ეს ტემპი სამომავლოდაც შენარჩუნდება. ჩვენი მიზანია, ფილიალები ქვეყნის ისეთ წერტილებში გაიხსნას, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის სასურველ წიგნებზე წვდომა შეზღუდული აქვს. ახალგაზრდებისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის სწორი კუთხით განვითარებისთვის გადამწყვეტია,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

„ბიბლუსი“ მუდმივად ცდილობს განათლებასთან დაკავშირებული სოციალური პრობლემების მოგვარებას. კომპანიის ისტორია იოსებიძის ქუჩაზე მდებარე პატარა მაღაზიით დაიწყო, რომელმაც დიდი ინტერესი გაუჩინა საზოგადოებას. სწორედ ამის შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა წიგნზე და დღეს უკვე არგვეთა „ბიბლუსის“ რიგით 63-ე ფილიალია.

მაღაზია დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე იმუშავებს და საყვარელ მკითხველს დაელოდება. აქ ნებისმიერ მსურველს შეეძლება შეიძინოს მისთვის სასურველი მხატვრული, საბავშვო თუ სამეცნიერო ლიტერატურა, იპოვოს საჭირო საკანცელარიო ნივთები მყუდრო და თბილ გარემოში.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა