ავტორი:

პატრულის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ (ფოტო)

პატრულის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ (ფოტო)

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო ფორმა დღეიდან შეიცვლა.

მათივე განმარტებით, თანამედროვე დიზაინის ახალი ფორმა და ფეხსაცმელი სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალისგან.

„გარდა ამისა, ახალი უნიფორმა მაქსიმალურად მორგებულია პატრულ-ინსპექტორთა ყოველდღიურ საჭიროებასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებზე“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალ ეტაპზე, პატრულ-ინსპექტორები სრულად ახალი და თანამედროვე სამხრე ვიდეოკამერებით აღიჭურვნენ.

„ახალი კამერები გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს“, - განმარტეს უწყებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ