ავტორი:

საინტერესო ფაქტები აგათა კრისტიზე და მისი შედარებით უცნობი პერსონაჟები

საინტერესო ფაქტები აგათა კრისტიზე და მისი შედარებით უცნობი პერსონაჟები

აგათა კრისტი დეტექტივების დედოფლად წლების წინ აღიარეს და ამ წოდებას დღემდე ინარჩუნებს. რთულია, გამოიცნო, როგორ განვითარდება ამბები მის დეტექტიურ ნაწარმოებებში. სწორედ ამიტომ კრისტის ნაწარმოებებმა მსოფლიო მოიცვა და ის დღემდე ყველაზე პოპულარულ დეტექტიურ ავტორად რჩება. საინტერესოა, რომ აგათას რეალური ცხოვრებაც ისეთივე საინტერესო და ამოუცნობი ამბებით იყო სავსე, როგორც მისი ნაწარმოებები.

აგათას დედას არ სურდა, რომ მას კითხვა ესწავლა

ბესტსელერების ავტორად ჩამოყალიბებამდე, აგათა კრისტი წერა-კითხვის უცოდინრად გაზრდის რეალური საფრთხის წინაშე იდგა. აგათას დედა წინააღმდეგი იყო, რომ მის შვილს კითხვა ესწავლა და ზოგადად, ფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობასაც არ აძლევდა. თუმცა აგათამ კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. მომავალი მწერალი სკოლაში სასწავლებლად მხოლოდ 15 წლის ასაკში გაუშვეს.

აგათა კრისტი გინესის რეკორდსმენია

4032 გვერდი და დაახლოებით 7 კილოგრამი - ეს მსოფლიოში ყველაზე სქელტანიანი წიგნია, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდის წიგნშია შეტანილი. ეს არის კრებული „მის მაპრლის ისტორიები“.

აგათას მის მარპლისა და ეკიულ პუაროს გარდა სხვა მთავარი პერსონაჟებიც ჰყავს „დეტექტივის დედოფლად“ აღირებული აგათა კრისტის პერსონაჟები, ყველასთვის საყვარელი მის მარპლი და ერკიულ პუარო, უკვე მრავალი წელია ლამის ცოცხალ ადამიანებად იქცნენ, მაგრამ აგათა კრისტის ნაწარმოებების გმირები სხვა მაძებრებიც არიან: დეტექტივი ცოლ-ქმარი ტაპენს და თომას ბერესფორდები. აგათას ეს ნაშრომი სახელად „ნ თუ მ“ გამომცემლობა Collins Crime Club-მა პირველად 1941 წელს გამოსცა. ამჯერად კი მას ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L” გამოსცემს სერიის „ნამდვილი დეტექტივის“ ფარგლებში. ეს სერიის მე-16 წიგნია და მისი შეძენა წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.

აგათა კრისტი 10 დღით გაუჩინარებული იყო

1926 წელს, როდესაც აგათა კრისტს უკვე ფანების დიდი არმია ჰყავდა, მან ლონდონში სახლი დატოვა და უკვალოდ გაუჩინარდა. ეს გაუჩინარება მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული მონაკვეთის ნაწილი შეიძლება გამხდარიყო. ამას დაემთხვა ის ამბავიც, რომ ქმარი გამოუტყდა სხვა ქალის სიყვარულის შესახებ და გაშორება სთხოვა. პოლიციამ საგანგებო ძებნა გამოაცხადა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მღელვარება სრულიად უაზრო იყო. აგათა ქალაქგარეთ დასასვენებლად წასულიყო, ალბათ, თავის ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. მოგვიანებით მწერალმა ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში თავისი ცხოვრების ეს მონაკვეთი საერთოდ გამოტოვა.

სიღარიბის შიშის გამო ფული მისი მთავარი მოტივატორი გახდა

აგათა საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახში დაიბადა. მთელი ბავშვობა ესმოდა, რომ ხარჯები უნდა ეკონტროლებინათ. ფინანსურ კრიზისს თავი რომ დააღწიეს, აგათა 11 წლის იყო. თუმცა მწერალს ფინანსურ მდგომარეობაზე ნერვიულობა მთელი ცხოვრება გაჰყვა. ეს საკითხი მის დეტექტივებშიც ჩანს. კრისტის რომანების მთავარი გამომძიებლები მის მარპლი და ერკიულ პუარო უმეტესად იძიებენ საქმეებს, რომელთა მთავარი მოტივიც ფული იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი