ავტორი:

ზუგდიდის ტაძრის ეზოში, სადაც "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ, სუფრაა გაშლილი - მათ ლევან ვასაძეც შეუერთდა

ზუგდიდის ტაძრის ეზოში, სადაც "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ, სუფრაა გაშლილი - მათ ლევან ვასაძეც შეუერთდა

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ, ლევან ვასაძე მივიდა. ტაძრის ეზოში მყოფები აცხადებენ, რომ საინიციატივო ჯგუფს „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმოადგენენ. ისინი ეკლესიის ეზოში გაშლილ სუფრასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ტრაპეზია და უბრალოდ ხელმოწერების შეგროვებას დაემთხვა.

ლევან ვასაძის თქმით, ამ ტაძარში პირველად იმყოფება და იმ ადამიანების აზრებს იზიარებს, ვინც ტაძრის ეზოში ხელმოწერებს აგროვებს. სუფრის წევრები ლევან ვასაძეს ტაშით შეხვდნენ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი დიმიტრი ვეკუა კი ამბობს, რომ დილით მეუფე გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვა ჩაატარა და შემდეგ მოეწყო ტრაპეზიც, თუმცა მას ხელმოწერებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მისივე ინფორმაციით, ტრაპეზი მრევლის მიერ არის მოწყობილი.

"ამას პირველად ვამბობ... ყველაფრით დავიღალე" - გაშორდა თუ არა პეტრე კოლხი ცოლს

ირაკლი კობახიძე ჩინური "სინოფარმით" აიცრა - "ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას"

"გთხოვთ, დაგვეხმარეთ ნინის გადარჩენაში" - 16 წლის გოგონას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რისთვისაც 17 700 დოლარია საჭირო