ავტორი:

ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა "ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა "ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ორი პირი დააკავა. სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" დაკავების დროს დამნაშავეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია