ავტორი:

"ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა..." - რა გაიხსენა დღეს პატრიარქმა

"ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა..." - რა გაიხსენა დღეს პატრიარქმა

ღვთის მადლი არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის, ჩვენ ეს მადლი უნდა გვქონდეს გულში, სულში და გონებაში, - ასე მიმართა მრევლის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

"ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვების დროს ისმის სიტყვები - "შეგვეწიენ", "გვაცხოვნენ", "შეგვიწყალენ" და "დაგვლოცენ ღმერთო ჩვენითა მადლითა". მახსენდება სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ჩვენ რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ტაძარში ხარ და ამ ლოცვას მოისმენ, აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწერო, რათა ღვთისაგან გადმოსული მადლი შეგეხოს. ადამიანი ბოლომდე ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან გამოსულია. როცა ეკურთხება დიაკონი მღვდელი ან ეპისკოპოსი, იქ ამბობს პატრიაქი: მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი, ნაკლულებათა აღმავსებელი - ესე იგი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნათლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. ჩვენ გულში უნდა გვქონდეს ეს მადლი, სულში უნდა გვქონდეს, გონებაში უნდა გვქონდეს. მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, შენ არაფერი არ დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია. ღმერთმა დაგვიფაროს და ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია სულიერი ცხოვრება. დალოცვილი იყავით წყალობამ ღვთისა არ დაგტოვოთ თქვენ და და საქართველო", - მიმართა მრევლს პატრიარქმა ილია მეორემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ