ავტორი:

ბათუმში Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება ბრუნდება!

ბათუმში Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება ბრუნდება!

10 აგვისტოს „ბენე ექსკლუზივი“ სტუმრებს Mercedes-Benz-ის ღონისძიებაზე სასტუმრო „შერატონ ბათუმი“-ში უმასპინძლებს. პროექტის მიზანი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

ღონისძიებას 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბენე ექსკლუზივთან და სპონსორ კომპანიებთან დაკავშირებული პირები, სამთავრობო სტრუქტურები.

Mercedes-Benz Event ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ოფიციალური მხარეა, რომელიც პროექტის პარტნიორი კომპანიების პრეზენტაციებს ითვალისწინებს და „შერატონ ბათუმის“ მთავარ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ღონისძიების არაფორმალური ნაწილი „შერატონ ბათუმი“-ს აუზზე გადაინაცვლებს და დაუვიწყარ საღამოს შექმნის. სტუმრებს გემოვნებიანი მუსიკა და უამრავი საჩუქარი ელოდებათ. დღის მთავარი სიურპრიზი House მუსიკის ლეგენდა, MILK&SUGAR იქნება.

MILK&SUGAR 1997 წელს მიუნხენში ორი არტისტის მიერ დაფუძნებული მუსიკალური პროექტია. ისინი სწრაფად გახდნენ საერთაშორისო ბრენდის სინონიმი მაღალი ხარისხის საცეკვაო მუსიკისა და უნიკალური ჟანრობრივი სინთეზით, რომელიც მოიცავს Funky, House და Disco ჟღერადობებს. მათი რელიზების უმეტესობა გამოცემიდან რამოდენიმე დღეში სრულიად იყიდება.

Mercedes-Benz Event-ის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-ის საშუალებით გაიყიდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება