ავტორი:

"მაღალი სიცხე დაეწყო ბიჭუნას... ვირუსი ეგონა დედას, მაგრამ ანალიზმა საშინელი შედეგი აჩვენა" - 4 წლის დემეტრე სიცოცხლისთვის იბრძვის

"მაღალი სიცხე დაეწყო ბიჭუნას... ვირუსი ეგონა დედას, მაგრამ ანალიზმა საშინელი შედეგი აჩვენა" - 4 წლის დემეტრე სიცოცხლისთვის იბრძვის

4 წლის დემეტრე ჭელიძე, ოქროსფერთმიანი, სიცოცხლით სავსე ბიჭუნა გადარჩენისთვის იბრძვის...

მაღალი სიცხეები დაეწყო პატარა ბიჭს, 40 და 41 გრადუსი სიცხე... ჩვეულებრივი ვირუსი ეგონა დედას, მაგრამ სისხლის ანალიზმა საშინელი შედეგი აჩვენა და დემეტრეს დიაგნოზიც დაუსვა - იაშვილის კლინიკაში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინეს.

ბიჭის გადარჩენისთვის ძვირადღირებული მკურნალობაა საჭირო, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს. საზოგადოებას დახმარების თხოვნით პატარა ბიჭუნას ოჯახის წევრები მიმართავენ და"ფეისბუქზე" საქველმოქმედო ანგარიშის ნომრებს ავრცელებენ:

"4 წლის დემეტრეს, ნინო (ნინია) ჩარექიშვილის და თემო ჭელიძის შვილს, ჩემ დისშვილს, დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. დასაწყებია სასწრაფო მკურნალობა გერმანიის კლინიკაში, რომელიც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დემეტრეს გასამგზავრებლად და მკურნალობის დასაწყებად თანხების მობილიზებაა საჭირო.

დემეტრეს, ჩვენ, იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, გაღებული სიკეთის, დახმარების!!!" - წერს 4 წლის ბიჭის დეიდა.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი მიმღები: მამა - თემური ჭელიძე

პირადი ნომერი: 01024022612

ანგარიშის ნომერი:

GE83TB7305136515100021 (GEL)

GE73TB7305136615100023 (USD)

GE46TB7305136615100024 (EURO)

ან დარეკეთ, ნებისმიერი ოპერატორიდან ზარის ღირებულება 1 ლარია:

0901700483

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის

"ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…" - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს "მასტერშეფის" შემდეგ