ავტორი:

კომპანიები, რომლებიც კამპანიას #Spendyoursummeringeorgia შეუერთდნენ

კომპანიები, რომლებიც კამპანიას #Spendyoursummeringeorgia შეუერთდნენ

კამპანიას #Spendyoursummeringeorgia არაერთი ქართული კომპანია შეუერთდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ტურიზმის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად და ეკონომიკის მხარდასაჭერად ქართული ბიზნესის გაერთიანებას გადამწყვეტი როლი ეკისრება. აუცილებელია, რომ ყველამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კამპანიაში და ხელი შეუწყოს საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტის მოგზაურობას.

ახლა წარმოგიდგენთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომლებიც კამპანიას #SpendSummerinGeorgia ორიგინალურად შეუერთდა:

ნიკორა

„ნიკორამ“ გამოაცხადა კონკურსი, რომლის 8 გამარჯვებულს სვანეთის დაუვიწყარი, თავგადასავლებით სავსე სამ დღიანი ტურის საგზური გადაეცათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს გახლდათ მათი წამახალისებელი აქტივობა, რომ ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებს და რესტორნებს მხარში დადგომოდნენ. კონკურსის პირობა ასეთი იყო, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებლებს უნდა განეთავსებინათ ჩვენი ქვეყნის ლამაზი და შედარებით უცნობი ადგილებისა და ღირსშესანიშაობების ფოტოები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia #მოინახულესაქართველო. კომპანიის სრული დაფინანსებით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულებმა 12-13-14 ივლისს სვანეთში იმოგზაურეს. ტურის ფარგლებში ისინი დაბინავდნენ საოჯახო სასტუმროში, დააგემოვნეს უგემრიელესი, ადგილობრივი კერძები, მოინახულოთ მესტიისა და უშგულის ღირსშესანიშნაობები.

კონკურსმა გამარჯვებულებს საშუალება მისცა, ახლობლებთან ერთად სვანეთში ემოგზაურათ, გარდა ამისა სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს შედარებით უცნობი ადგილების ფოტოები, რამაც ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩინა.

პარალელურად, ივლისიდან შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად და წასახალისებლად „ნიკორა“თანამშრომლებისთვის ექსკურსიებს აწყობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ზაფხულის განმავლობაში, დაგეგმილია დაახლოებით 1000-მდე თანამშრომელმა მოინახულოს მარტვილი, ვარძია, ოკაცეს კანიონი, წინანდალი, ილიას ტბა და სხვა საინტერესო ადგილები, ისარგებლონ ადგილობრივი, საოჯახო რესტორნებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.

„მეღვინეობა ხარება“

„მეღვინეობა ხარებამ“ განაცხადა, რომ წარმოებაში ჩაუშვებენ ღვინოს სპეციალურ ეტიკეტირებით და დიზაინით, რომელიც პირდაპირი გზავნილი იქნება მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ტურისტისთვის, რომ მათ ზაფხული სწორედ საქართველოში გაატარონ. სპეციალურად შექიმნა ლეიბლი, რომელზეც დატანილია გზავნილი #Spendyoursummeringeorgia და ასევე პროექტის ლოგოტიპი.

აღსანიშნავია, რომ „მეღვინეობა ხარებას“ პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი. შესაბამისად, სპეციალურად ამ პროექტის მხარდაჭერისთვის შექმნილი ლეიბლით ღვინოს, 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი 20-მდე ქვეყანაში იხილავს. რაც საქართველოში მოგზაურობის სტიმულირებისთვის მეტად მნიშნელოვანია.

„ტერაბანკი“

კამპანიას #Spendyoursummeringeorgia შეუერთდა „ტერაბანკიც“. კამპანიის ფარგლებში ბანკის ყველა ფილიალმა საინფორმაციო ცენტრის ფუნქციები შეითავსა, ბანკის გაყიდვების მენეჯერები კი ტურისტული მრჩევლების როლს ითავსებენ.

ტურისტულ ცენტრად ქცეული ფილიალებში მისულ ადგილობრივ თუ უცხოელ მოგზაურებს საინფორმაციო ბუკლეტები დახვდებათ, რომლებიც მათ კონკრეტულ რეგიონზე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. ბუკლეტში მოცემული იქნება ინფორმაცია საოჯახო სასტუმროებზე, კვების და გასართობ ობიექტებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე. ისინი მიიღებენ სასარგებლო რჩევებსაც, თუ როგორ გაატარონ დაუვიწყარი ზაფხული საქართველოში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის