ავტორი:

"ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი..." - ოქრუაშვილი მის განცხადებაზე თავადაც ხალისობს

"ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი..." - ოქრუაშვილი მის განცხადებაზე თავადაც ხალისობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებამ, რომ 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" მან დააფინანსა, ინტერნეტმომხმარებლები გაამხიარულა. "ფეისბუქზე" ამ ფრაზის შემდეგ უამრავი სარკასტული კომენტარები და იუმორისტული პოსტები დაიწერა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარ განცხადებაზე არსებულ გამოხმაურებებზე თავად ოქრუაშვილმაც იხალისა:

"ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე. დანარჩენებს მერე გეტყვით " - დაწერა "ფეისბუქზე" ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ 2003 წელს მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო მის მიერ:

„მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები