ავტორი:

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და საერთო საცხოვრებელი ჯიქიაზე

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და საერთო საცხოვრებელი ჯიქიაზე

ანა პოლიტკოვსკაიას 40 ნომერში, (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) ამ დროისთვის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. კამპუსის კარი სტუდენტებისთვის 2020 წლის სექტემბრში გაიხსნება.

კამპუსი 5000 კმ. ფართობსა და 4 სართულზე განლაგებული ნაგებობაა რომელიც უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემით იქნება აღჭურვილი.საბაუნის სტუდენტებს კამპუსში დახვდებათ: სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, ფიტნეს ცენტრი,რეკრეაციული ზონა და ავტოსადგომი.

კამპუსში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სწავლის პროცესი საბაუნიში იყოს სასიამოვნო, კომფორტული და რაც მთავარია, ნაყოფიერი.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი/საბაუნი დაარსდა 2002 წელს როგორც ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი. დღეს კი აერთიანებს სამ ფაკულტეტზე არსებულ ექვს საბაკალავრო და სამ სამაგისტრო პროგამას. საბაკალავრო პროგრამები: თეოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ ენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, ტურიზმი.სამაგისტრო პროგრამები: სამართალი, თეოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება.

უნივერსიტეტი მოწოდებულია, შექმნას ოპტიმალური პირობები თანამედროვე თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მქონე, კონკურენტუნარიანი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე გათვლილი კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ განათლებული სამოქალაქო საზოგადეობის ჩამოყალიბებასა და ქვეყნის სამომავლო განვითარებაში.

http://sabauni.edu.ge

#საბაუნი088

#მოლოდინზემეტი

#გახდისაბაუნელი

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის