ავტორი:

შსს - დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უკანონოდ 2012 წლის მაისშია გადაღებული

შსს - დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უკანონოდ 2012 წლის მაისშია გადაღებული

ქართველი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წლის მაისის თვეშია გადაღებული. ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ გააკეთა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები", - განაცხადა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, შსს-მ გამოავლინა და პასუხისგებაში მისც პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველად ატვირთა და გაავრცელა.

აღნიშნული პირი ამ ეტაპისთვის ბრალს მკველობისთვის იხდის. მან აღნიშნული კადრები მესინჯერით მოსკოვიდან მიიღო და სოციალურ ქსელში სომხეთიდან ატვირთა.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რათა დადგინდეს აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ