ავტორი:

ია ფარულავას დისშვილი კანადელ ინჟინერზე გათხოვდა - ფოტოები  ფუნიკულიორზე გამართული  გრანდიოზული ქორწილიდან

ია ფარულავას დისშვილი კანადელ ინჟინერზე გათხოვდა - ფოტოები  ფუნიკულიორზე გამართული  გრანდიოზული ქორწილიდან

გასულ კვირას თბილისში, ფუნიკულიორზე, ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის შვილიშვილის, მედეა კაიშაურისა და კანადელი ინჟინერის, გრეჰემ ბოლენბოკის ქორწილი გაიმართა.

მედეა კაიშაური, ასევე, მომღერალ მარინა ფარულავას შვილი და ამერიკაში, წარმატებული მუსიკოსისა და სპორტსმენის, პეტრე კაიშაურის დაა. როგორც თავად ამბობს, ქართულ-კანადური ქორწილი თავად დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ქორწილში მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მედეასა და გრეჰემის ამერიკელი და კანადელი მეგობრები. სპეციალურად ამ დღისთვის ფლორიდადად ჩამოვიდა მედეას ძმა, ცნობილი ბაბუის, პეტრე ამირანაშვილის სეხნია – პეტრე კაიშაური, ასევე, გრეჰემის ოჯახის წევრები კანადიდან. მედეამ და გრეჰემმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ პერუში მოგზაურობისას გაიცნეს და როგორც წყვილი ამბობს, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ქორწილის ცერემონია ქართულ და კანადურ სტილში გაიმართა. ქართული სიმღერები და ცეკვები სცენაზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა შეასრულეს.

მედეა კაიშაური: მე და გრეჰემმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ გავიცანით და ეს, ნამდვილად ერთი ნახვით შეყვარება იყო. გრეჰემი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენი ქვეყანა ისე შეუყვარდა, ქორწილი აქ დავგეგმეთ. სხვათა შორის, ექვსი თვის წინ მოინათლა მართლმადიდებლად – კათოლიკე გახლდათ. სამწუხაროდ, მარხვაა და ამის გამო, ჯვარი ვერ დავიწერეთ, მაგრამ ხელი საქართველოში მოვაწერეთ და ულამაზესი ქორწილიც გადავიხადეთ მთაწმინდაზე, საიდანაც ჩვენი დედაქალაქი ხელისგულზე მოჩანს. ამ დღისთვის კანადიდან 40 სტუმარი იყო ჩამოსული და ძალიან მოეწონათ საქართველო. მოიარეს ყაზბეგი, მცხეთა, სვანეთი, უამრავი ადგილი ნახეს და გაოცებულები დაბრუნდნენ უკან. ფაქტია, ჩვენმა ქორწილმა და ნანახმა, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

– ქორწილის ორგანიზება ვის ეკუთვნოდა და ვისი საქორწილო კაბა გეცვა?

– ქორწილის ორგანიზება ჩემს თავზე ავიღე, ხოლო ყვავილებით გაფორმება და დიზაინი ხათუნა ჭყონიას ეკუთვნოდა. რაც შეეხება საქორწილო კაბას, ქორწილში ხელით შეკერილი „პრონოვიას“ კაბა მეცვა, ბარსელონაში შევიძინე...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ