ჭავჭავაძის 37ლ-ში, სავაჭრო ცენტრი ჰოუმმარტის მეორე სართულზე, JBL-ისა და HarmanKardon-ის კონკრეტულად საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი და ოფიციალურად იმპორტირებული პროდუქციის - ყურსასმენების, ბლუთუს სპიკერების, სახლის კინოთეატრის, აუდიო სისტემების ფართო არჩევანი გელით. პროდუქცია გადანაწილებულია ყველა საფასო, ფუნქციონალურ და ვიზუალურ კატეგორიაში.
მაღალი ხარისხის აუდიო ტექნიკით დაინტერესებულ მომხმარებლებს JBL-ის მრავალფეროვანი პროდუქცია დახვდებათ შოურუმში. მრავალფეროვანი პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან ათობით განსხვავებული მოდელი უამრავ სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი და ეს ყველაფერი გარანტირებულად მოგცემთ თქვენთვის სასურველი ბლუთუს სპიკერის ან ყურსასმენის არჩევის საშუალებას.
სულ ერთია კლასიკური სტილი გიზიდავთ, სათავგადასავლო ლაშქრობები, სპორტული ცხოვრების სტილი თუ სახლის სიმყუდროვე - თქვენს სურვილებზე და საჭიროებებზე მორგებული უმაღლესი ხარისხის აუდიო ტექნიკა გელოდებათ JBL-ისა და HarmanKardon-ის შოურუმში.
აგრეთვე შოურუმში წარმოდგენილია HarmanKardon-ის პრემიუმ კლასის აუდიო ტექნიკა და სახლის კინოთეატრის სისტემები. JBL-ისა და HarmanKardon-ის ოფიციალური შოურუმი მომხმარებლებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს და ფასდაკლებებს ჰპირდება გარკვეულ მოდელებზე.
შესაძლებელია პროდუქციის განვადებით შეძენაც და, რაც მთავარია, პროდუქცია დაცულია ოფიციალური ჰოლოგრამით და 12 თვიანი შეცვლითი გარანტიით. დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ პირდაპირ ბრენდ შოურუმის ფეისბუქ გვერდს მიმართოთ JBL Georgia
R