ავტორი:

"შვილიშვილი შემეძინა, უცხოეთიდან გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა" - მამუკა ხაზარაძე დაკითხვაზე მივიდა

"შვილიშვილი შემეძინა, უცხოეთიდან გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა" - მამუკა ხაზარაძე დაკითხვაზე მივიდა

შვილიშვილი შემეძინა, უცხოეთიდან გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ დააკავებენ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად არის და არავის ეშინია.

„მე არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია სამწუხაროდ. რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, რომელიც არ არის ორიენტირებუყლი ხვალინდელ დღეზე და ორიენტირებულია ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და მსგავს რაღაცებზეა აწყობილი პოლიტიკა, ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრისთვის და ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დაგვეწყოს. გუშინ ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ ერთი ქართველი დაიბადა, ჩემი შვილიშვილი - სახელად ალექსანდრე. უცხოეთში ვიყავი. გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, ის, რასაც პროკურატურა აცხადებს, არის აბსურდი.

"გამოძიებას ჩვენ ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის, რაც დღეს გააჟღერეს, არის აბსოლუტური აბსურდი და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ამ წუთებში ხაზარაძე და ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს