ავტორი:

როდის გამოიდარებს ზღვისპირეთში - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

როდის გამოიდარებს ზღვისპირეთში - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში რამდენიმე დღეა უამინდობაა. როდიდან გამოდარებს დასავლეთ საქართველოში და როგორი ამინდი გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამის გასარკვევად Ambebi.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს დოდო გვაზავას დაუკავშირდა:

მისი ინფორმაციით, ხვალ ზღვისპირა ქალაქებში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან - ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში - ბათუმში, ქობულეთსა, ურეკში 24-26 გრადუსი დაფიქსირდება.

26 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის ზღვისპირეთში გამოიდარებს, 27-დან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდები თვის ბოლომდე გასტანს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო დღეები შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ