ავტორი:

რას გეძახით შეყვარებული? - რას ამბობს მოფერებითი სახელები მათი ავტორების შესახებ

რას გეძახით შეყვარებული? - რას ამბობს მოფერებითი სახელები მათი ავტორების შესახებ

აი, როგორია მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა:

პატარავ – ის ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. ფიქრობს, რომ მისი მზრუნველობა გჭირდებათ და ყველაფერი თქვენთვის უნდა.

ძვირფასო – ურთიერთობაში მისთვის მთავარია სანდოობა და საიმედოობა. გრძნობები მეორე ადგილზე.

სულელჩიკი, ბოთე და ა.შ. – ის ყველაფერს გაპატიებთ. იგი მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში დაგიდგეთ გვერდით და სიტუაცია აკონტროლოს...

ზღარბუნა – იგი თქვენს ურთიერთობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ხანდახან თავშეუკავებლად იქცევა, მაგრამ სულის სიღრმეში ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის.

ჩემო სიცოცხლე, ჩემო ცხოვრება – პათოსი მას ძიებისკენ უბიძგებს და, ყოველი შემთხვევისთვის, გადაამოწმეთ სადმე სხვაგან სხვა ცხოვრებითაც ხომ არ ცხოვრობს და სხვა სიცოცხლეც ხომ არ ჰყავს.

ბაჭია – იგი აზარტული ადამიანია და ხშირად გეთამაშებათ. არ მოგატყუოთ გარეგნული გამოხატულებით, სინამდვილეში ძალიან ეჭვიანია და სულ თვალს გადევნებთ.

ფისო, ფისუნა – მას მოსწონს ახლო და თბილი ურთიერთობები და სიტუაციის დაძაბვას მუდამ ერიდება. წაიკითხეთ სრულად