ავტორი:

გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - "20-21 წლის ბიჭების ცხედრები ერთ-ერთის მამას უნახავს"

გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - "20-21 წლის ბიჭების ცხედრები ერთ-ერთის მამას უნახავს"

ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის #78 კორპუსში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ერთ-ერთის მამამ ნახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მოკლულები არიან, დაახლოებით, 20-21 წლის ახალგაზრდები.

"მამას უნახავს. ამბობენ შუბლში აქვთ ტყვია მოხვედრილი. ისეთი კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდს ვერავინ იტყოდაო. 7-8 საათისთვის მოხდა მკვლელობა",-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე დღეს საღამოს მოხდა. როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს