ავტორი:

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "თიბისი ბანკის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "თიბისი ბანკის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს ტოვებენ მანამდე, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თიბისი ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12% გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა.

ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები. ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამდე, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. ჩვენ გვჯერა, რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!“, - წერს ხაზარაძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ