ავტორი:

58 წლის მამაკაცი, რომელიც გორში Fashion Week-ის ორგანიზებისას მძიმედ დაშავდა, გარდაიცვალა

58 წლის მამაკაცი, რომელიც გორში Fashion Week-ის ორგანიზებისას მძიმედ დაშავდა, გარდაიცვალა

58 წლის მამაკაცი, რომელიც გორში, Fashion Week-ის საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფისას მძიმედ დაშავდა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. კლინიკა "გორმედის“ სტაციონარში პაციენტს ორი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები. ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

"კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. პაციენტი ორი დღის განმავლობაში მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და ინტენსიურ რეჟიმში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ცოტა ხნის წინ კი, გარდაიცვალა“, - განაცხადა რეანიმაციული დეპარტამენტის მორიგე ექიმმა მარინა მარიამიძემ.

მოდების ჩვენების ორგანიზებისას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი იმ სატვირთოს ძარიდან გადმოვარდა, რომლითაც Fashion Week-ის ბანერი გადაჰქონდათ. დაცემისას მან ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ