ავტორი:

როგორ შეიცვალა ეკა ბესელიას ფინანსური მდგომარეობა და რა ქონებას ფლობს დეპუტატი

როგორ შეიცვალა ეკა ბესელიას ფინანსური მდგომარეობა და რა ქონებას ფლობს დეპუტატი

ეკა ბესელია გეგმავს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართოს. როგორც ცნობილია, ზადიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს საკუთარ საჯარო განცხადებებზე, მათ შორის ეკა ბესელიას მიმართ გამოხატულ მოსაზრებაზეც.

შეგახსენებთ, რომ ზარდიაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა და მას ე.წ.ვირთხა უწოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია. 2018 წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბესელიას უძრავი ქონება არ შეცვლილა.

კერძოდ, დეპუტატი კვლავ ფლობს 175 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; 80 კვ. მეტრის ბინასა და 150 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 16 500 და 10 000 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 7 000 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას შემოსავლებს, 2017 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას 66 465 ლარის; ხოლო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობისას 22 000 ლარის შემოსავალი მიიღო. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები