ავტორი:

გურამიშვილზე, 2 ბიჭის მკვლელობის ადგილზე, ბინიდან ლიფტამდე სისხლის კვალია - რა განმარტებას აკეთებს შსს

გურამიშვილზე, 2 ბიჭის მკვლელობის ადგილზე, ბინიდან ლიფტამდე სისხლის კვალია - რა განმარტებას აკეთებს შსს

შსს განმარტავს, რატომ შეინიშნება გურამიშვილის გამზირზე 2 ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე, სახლიდან სადარბაზოს ლიფტამდე სისხლის კვალი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, სისხლი სამართალდამცველების მიერ ცხედრების გადასვენებისას დაიღვარა.

„სამართალდამცველების მიერ, ცხედრების გამოსვენების დროს, მოხდა სისხლის ჩამოღვრა, რის გამოც კვალი რჩება გარკვეულ ადგილზე. ეს არის მიზეზი, რის გამოც ტერიტორიაზე სისხლის კვალი აღინიშნება“, - განაცხადეს შსს-ში.

გურამიშვილის გამზირზე, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალია, რაც ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობის ახალ ვერსიას აჩენს.

ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, რა ვითარებაში და როგორ მოხდა სისხლის კვალის დატოვება აღნიშნულ მონაკვეთზე, თუმცა არსებობს ვერსია, რომ დანაშაულის გარკვეული ეპიზოდი საცხოვრებელი ბინის გარეთ განვითარდა.

ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილი ახალგაზრდა გარეთ იყო გამოსული, თუმცა ლიფტთან მისვლის შემდეგ ის კვლავ სახლში დაბრუნდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ