ავტორი:

5 ადგილი თბილისში, რომლებიც ტურისტებზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს

5 ადგილი თბილისში, რომლებიც ტურისტებზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს

ზაფხული ტურისტულად ყველაზე დატვირთული პერიოდია. მით უმეტეს, თუკი კამპანიას #spendyoursummerinGeorgia თქვენი უცხოელი მეგობრებიც შეუერთდნენ და საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ, დედაქალაქის დასათვალიერებლად კი მხოლოდ ერთი დღე აქვთ, გთავაზობთ 5 ადგილს, რომელიც ტურისტს თბილისში ყოფნისას უნდა ანახოთ, რათა დედაქალაქის ორი – ტრადიციული და თანამედროვე მხარე იხილონ.

1. ნარიყალას ციხესიმაგრე

მეოთხე საუკუნის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, თბილისში მოგზაურობისთვის კარგი დასაწყისია. ციხესიმაგრის შესასვლელიდან დასავლეთის მიმართულებით ბილიკს გაჰყევით და ტურისტს ქართლის დედა აჩვენეთ. ნარიყალადან გადაშლილი ულამაზესი ხედი კი, იდეალური ფოტოების გადაღების საშუალებასაც მოგცემთ.

2. სამების საკათედრო ტაძარი

ერთ დღეში შეუძლებელია, ყველა ღირსშესანიშნაობის ნახვა მოასწროთ, ამიტომ ქართული არქიტექტურისა და კულტურის შთამბეჭდავ ნიმუშს, სამების საკათედრო ტაძარს ეწვიეთ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი აღმოსავლური მართლმადიდებლური კათედრალია. ჯვარგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების სტილით აშენებული ძეგლი, რომელიც ძველი და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავია, ულამაზესი მოხატულობითა და ბაღებით, უცხოელ დამთვალიერებელს აუცილებლად მოხიბლავს.

3. მშრალი ხიდი

საქართველოს წარსული და აწმყო მშრალი ხიდის ყოველდღიურ „გამოფენებში“ შესანიშნავად ჩანს. საუკუნეების წინანდელი უიშვიათესი ნივთები ტურისტების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. ეს იქნება მოგზაურობა საქართველოს ისტორიულ წარსულში, რომლის ნაწილიც სამახსოვრო სუვენირების არჩევის შემდეგ თქვენი სტუმარიც გახდება. ანტიკვარიატის შეგროვებით გატაცებული ადამიანისთვის მშრალი ხიდი განსაკუთრებით საინტერესო ადგილია.

4. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

წარსულის, აწმყოსა და მომავლის, საქართველოსა და უცხოეთის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და განსხვავებული ტექნიკით შესრულებული 300–ზე მეტი ხელოვნების ნიმუში და 250–მდე ფოტო. ქართული და უცხოური თანამედროვე ხელოვნების გაცნობის მიზნით თამამად შეგიძლიათ ესტუმროთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს.

5. რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი

თბილისში „მოგზაურობა“ გასტრონომიული მოგზაურობით უნდა დასრულდეს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან რამდენიმე წუთის გზაზე, გიორგი ახვლედიანის №23–ში ახალგახსნილ რესტორანს „ალაგს“ შეგიძლიათ ეწვიოთ. რესტორანში, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს დედაქალაქში, ერთმანეთს ერწყმის ტრადიციული და თანამედროვე გარემო, რაც ინტერიერსა და სამზარეულოშიც ვლინდება. თბილი გარემო, ქართული სტუმართმოყვარეობა, უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები, ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი, გემოვნებიანი მუსიკა და ყურადღებიანი პერსონალი თქვენი საღამოს საუკეთესოდ გატარებას უზრუნველყოფს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის