ავტორი:

მამუკა ხაზარაძე პროცესზე - გპირდებით, დადგება დრო, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ

მამუკა ხაზარაძე პროცესზე - გპირდებით, დადგება დრო, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ

ეს არის სირცხვილი, ქვეყნის მიმართ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ქმედება. მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, მათ ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე "თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ საკუთარ სიტყვაში განმარტა, წარდგენილი ბრალი აბსურდულია.

„აბსურდული ბრალია და მიზანმართული შეტევაა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე და ეს გრძელდება 8 თვეა პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები ასრულებენ დაკვეთას, რომ ხელი შეუშალონ მნიშვნელოვან პროექტს. გუშინწინ, მთელმა ქართულმა ეკონომიკამ მილიარდ ლარამდე იზარალა. აქ ითხოვენ 2 მილიონს გირაოს სახით. მათი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, უცხოეთში არ გავიდეთ, პირდაპირ მიმართულია იმაზე, რომ ის ხელშეკრულებები, რომელიც დავდეთ, ბოლომდე არ მივიყვანოთ და დისკრედიტირებულები ვიყოთ პარტნიორებთან.

ეს არის სირცხვილი, ქვეყნის მიმართ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ქმედება. მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო ბრალდების დასახელებულ გირაოს ოდენობას.

"მილიონი ლარი გამაჩერებს და დამაკავებს? ეს არის აბსურდული", - განაცხადა ხაზარაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ