ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა - "არანაკლებ გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას"

ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა - "არანაკლებ გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას"

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა. წერილი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გააცნო.

"ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის, თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც "რუსთავი 2"-ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა

დმანისში, სოფელ განთიადში მომხდარი მკვლელობა გაიხსნა