ავტორი:

"გუგას არასოდეს ჰქონია იარაღთან შეხება და გვაინტერესებს, ვისი იყო ეს იარაღი" - ბურუსით მოცული მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე

"გუგას არასოდეს ჰქონია იარაღთან შეხება და გვაინტერესებს, ვისი იყო ეს იარაღი" - ბურუსით მოცული მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე

გურამიშვილის გამზირზე, 24 ივლისს მომხდარი დანაშაული ისევ ბურუსით მოცულია. ახლობლებს ისევ არ აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რას შეეწირა ორი წარმატებული ახალგაზრდის სიცოცხლე.

შალვა (შაკო) ტყემალაძის და გურამ (გუგა) კოღუას ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და ახლა უნდა გაირკვეს მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ მკვლელობა. აქტიურად განიხილება ერთადერთი ვერსია - ერთ-ერთ ბიჭს იარაღი გაუვარდა და ნახა რა რომ მეგობარი მოკლა, სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა. პროკურატურამ კი მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, თუმცა სამართალდამცავებს დანაშაული ჯერჯერობით არ გაუხსნიათ.

ჩვენი ინფორმაციით, საქმეს თბილისის სამმართველოს მკვლელობების განყოფილება იძიებს. დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები და კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე, ბინიდან სხვადასხვა ნივთმტკიცება ამოღებულია, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი და ბიჭების მობილური ტელეფონები.

როგორც ირკვევა, საქმეში დევს მეგობრების მიმოწერაც და ერთმანეთთან გაგზავნილი იარაღის ფოტოც. ახლა გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვის ეკუთვნის ბინაში ნაპოვნი იარაღი და ისიც, სწორედ ამ იარაღიდან გაისროლეს თუ არა სასიკვდილო ტყვიები.

შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ ერთ ახალგაზრდას თავში აქვს ტყვია მოხვედრილი. რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და აქვთ თუ არა მათ ხელჩასაჭიდი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

უმძიმესი მდგომარეობაა გარდაცვლილების ოჯახში. გუგა კოღუას ოჯახმა პოლიციისგან გაიგო მომხდარი. ის დედისერთა, წარმატებული ბიჭი იყო და ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან, სადაც სწავლობდა და სამეცნიერო საქმიანობას აპირებდა.

"გუგა ჯავახიშვილში, ქიმიურზე სწავლობდა, გრანტი მოიპოვა. 2 წელია გერმანიაში სასწავლებლად წავიდა, ძალიან კარგი, გამორჩეული ბიჭი იყო. ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდა ქიმია და სულ ამბობდა, ამ დარგში მეცნიერებას უნდა გავყვეო. სულ წიგნებში იქექებოდა, განათლებული ბიჭი იყო. ერთადერთი შვილი ჰყავდათ მშობლებს, რომლებიც უპატიოსნესი ხალხია.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა მათ ოჯახში და მთლიანად სანათესაოში რა ხდება. განადგურებულები ვართ ყველანი. სიცოცხლით სავსე ბიჭი, რომელსაც მომავალი წინ ჰქონდა, აღარ გვყავს. ძნელია ასეთ დროს რამე თქვა საერთოდ, ჭკუა არავის ეკითხება, ყველა ისეთ დღეშია და განიცდის.

გუგას ოჯახმა ღამის პირველ საათამდე არ იცოდა ეს უბედურება რომ დაატყდათ თავს. პატრულის თანამშრომელი მისულა ბებიამისთან და საშინელი ამბავი უთქვამთ.

მოჩხუბარი და კონფლიქტური არ იყო, ამიტომ ყოველთვის მშვიდად იყვნენ, როცა ის სადმე მიდიოდა. არასოდეს ჰქონია იარაღთან შეხება, არც მამამისს ჰქონია არასოდეს იარაღი, ამიტომ ძალიან გვაინტერესებს ვისი იყო ეს იარაღი წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს