ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა რუსი მეტოქე 7:5 დაამარცხა.
მეორე სეტში კი 4:6 დამარცხდა. მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ ორჯერ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.