ავტორი:

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა - "ბიჭები ჰყვებიან, კინაღამ ტურისტი მოიყოლაო"

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა - "ბიჭები ჰყვებიან, კინაღამ ტურისტი მოიყოლაო"

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, კოშკის ზედა ნაწილი შარშანაც ჩამოიშალა.

"დღეს დილით ჩამოშლილა კიდევ კოშკის ნაწილი. ბიჭები ჰყვებიან, კინაღამ ტურისტი მოიყოლაო", - ამბობს ადგილობრივი ნაირა ვაჩლიანი.

დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფოტოებს "ფეისბუქზე" ფოტოგრაფი მინდია ჩარქსელიანი ავრცელებს:

"დაინგრა!ეს კოშკიც მოვინელეთ. უყურადღებობით, გულგრილობით ნელნელა დავანგრიეთ.დაიგვიანა დაპირებულმა რეაბილიტაციამ. დაიგვიანა რა, ალბათ არც ეპირებოდა. თვალის და ნაცრის პრინციპს გავს ჩვენი გადასახადების ხარჯვა. ყოჩაღ ჩვენ!" - წერს ჩარქსელიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბოლომდე 20 კოშკი და მაჩუბი უნდა განახლდეს. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. იგეგმებოდა თუ არა წელს ტარიელ ჩარქსელიანის კოშკის რეაბილიტაცია, ჯერჯერობით უცნობია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი