ავტორი:

გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს - ვინ გახდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს - ვინ გახდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ასაკის გამო თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილია მისი გადასვლა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში. ის ფედერაციის საბჭოში სახალინის წარმომადგენელი იქნება. ეს ინფორმაცია გრიგორი კარასინმა ორიოდე კვირის წინ თავადაც დაადასტურა. მას 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობაზე ყოფნის უფლება აღარ აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის კურირებდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავე დროს პრობლემურ მიმართულებას. მას ეხებოდა უკრაინა, ბელორუსი მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი კონფლიქტური ზონების ჩათვლით.

გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად უკვე შერჩეულია მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე სამი პრეტენდენტი, რომელთაგან წამყვან კანდიდატურად მიიჩნევა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინი.

მუშაობდა საბჭოთა კავშირის და რუსეთის წარმომადგენლობებში იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა და ჩერნოგორიაში, საქართველოსა და მაკედონიაში. იყო მინისტრ ლავროვის თანაშემწე, სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოადგილე. 2013 წლიდან 2018 წლამდე იყო რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში.

სხვა ორი პრეტენდენტის ვინაობა მედიაში ჯერ არ გამოქვეყნებულა.

"მომხდარში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს" - რა ვერსიები ვრცელდება ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერის მკვლელობაზე

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე