ავტორი:

"მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით..." - რას წერს გურამიშვილის გამზირზე მოკლულ შაკო ტყემალაძეზე ძმა

"მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით..." - რას წერს გურამიშვილის გამზირზე მოკლულ შაკო ტყემალაძეზე ძმა

"მისტერ ვალენტინი" და "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე თორნიკე ტყემალაძე "ფეისბუქის" პირად გვარდზე გარდაცვლილი ძმის შესახებ წერს. თორნიკეს ძმა, გურამიშვილის გამზირზე მოკლული შალვა (შაკო) ტყემალაძე იყო.

"ჩემო ერთადერთო და განსაკუთრებულო, ჩემო პატარა ძმაო, გთხოვ მაპატიო ყველაფერი, არ მინდა ტირილი, რადგან შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის პოზიტიური და სასაცილო იყო... გთხოვ მაპატიო ეს ყველაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა, ეს სინანული კი შენთან შეხვედრამდე გამყვება... იმედი მაქვს შევხვდებით კიდევ... მანამდე კი, მინდა გითხრა - მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით" - წერს თორნიკე ტყემალაძე.

საზარელი ტრაგედია თბილისში 24 ივლისს მოხდა, გურამიშვილის გამზირის 74 ნომერში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. 21 და 27 წლის ბიჭები ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლულები. გარდაცვლილები შაკო ტყემალაძე და გურამ (გუგა) კოღუა არიან.

როგორც გარდაცვლილი შაკო ტყემალაძის ახლობელმა kvirispalitra.ge-სთან განაცხადა, გარდაცვლილები ბინაში შაკო ტყემალაძის მამამ, გრიგოლ ტყემალაძემ იპოვა, რომელიც მას მერე, რაც ვაჟმა კარი არ გაუღო, ბინაში სათადარიგო გასაღებით შევიდა.

შაკო ტყემალაძე გერმანიაში გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იყო წასული და თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ბინა, სადაც ეს საშინელება მოხდა, სწორედ მისი ჩამოსვლისთვის გაარემონტეს და დაახვედრეს მშობლებმა შაკოს.

განიხილება ერთადერთი ვერსია - ერთ-ერთ ბიჭს იარაღი გაუვარდა და ნახა რა რომ მეგობარი მოკლა, სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა. პროკურატურამ მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, თუმცა სამართალდამცავებს დანაშაული ჯერჯერობით არ გაუხსნიათ წაიკითხეთ მეტი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს