ავტორი:

"ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაორმაგებულია" - გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი

"ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაორმაგებულია" - გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, რომ კარავი, რომელიც ადგილზე მოაწყვეს, დროებითია.

„დროებითი კარავია გაშლილი. ინციდენტის შემდგომ ასე იძახიან, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და დასტაბილურების შემდეგ ჩვენ აქედან გავალთო“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია, გაორმაგებულია, რაც შეეხება ვითარებას, ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია.

„მდგომარეობა როგორიც იყო, ისეთია დარჩენილი. უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე პატრულირებენ აზერბაიჯანელი სამხედროები და ჩვენ სამხედროებს იქ მისვლის უფლება არ აქვთ. ასევე, არც ტურისტებს, მომლოცველს და არც მამაოებს“ , - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

"82 წლის კაცი იყო... გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა" - Covid 19-ით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობდა

"დაიჯერეს, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - მარინა ენდელაძე რამდენიმედღიანი პიკის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას პროგნოზირებს

დატოვა თუ არა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ? - ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ