ავტორი:

#იკითხეყველგან – რატომ უნდა ვიკითხოთ ყველგან?

#იკითხეყველგან – რატომ უნდა ვიკითხოთ ყველგან?

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის, თავგადასავლებისთვის, ახალი მეგობრების შეძენისთვის და ბევრი, ბევრი კითხვისთვის.

კითხვა განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა, რასაც არც ასაკი აქვს და არც ადგილი. ვკითხულობთ ყველგან და ყოველთვის, როცა შეგვიძლია.

კითხვა გონებას ამშვიდებს, ამიტომ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორმაგად რეკომენდირებულია წიგნის წაკითხვა. მაგალითად, ზაფხულში, როდესაც მთავარი ფიზიკური აქტივობა ცურვაა, ბევრი ადამიანი ატარებს წიგნებს აუზზე. დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის, ვისთან ერთადაც უნდა იყოთ, წიგნი სასიამოვნო მეგზურობას გაგიწევთ.

კითხვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის. კითხვის პროცესი მეხსიერებას, კრეატიულ აზროვნებას, ფანტაზიას ავითარებს, ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. მნიშვნელობა არ აქვს, სახლში წაიკითხავს, ბაღში თუ საერთოდ, ქუჩაში. კითხვა ყველგან შესაძლებელი და სასიამოვნოა. ამიტომ არაფერს მოერიდო და #იკითხეყველგან

წიგნი პიკნიკების დროსაც იდეალური არჩევანია. ბუნება, სუფთა ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი და თქვენი საყვარელი წიგნი სრულ ჰარმონიას შეგიქმნით. დამღლელი დღის შემდეგ ასეთი განტვირთვააუცილებლად ახალი ენერგიით აგავსებთ.

თუკი წინ დიდი გზა გაქვთ და არ იცით, ერთი საათის განმავლობაში რით დაკავდეთ, წიგნი მოიმარჯვეთ. ყოველი წიგნი ხომ ერთი დიდი თავგადასავალია და მგზავრობაც ყოველთვის თავგადასავალთან ასოცირდება. მით უმეტეს, თუკი გვერდით ისეთი ადამიანი გყავთ, რომელსაც წიგნით გამოწვეულ ემოციას გაუზიარებთ. ასე რომ, რა მნიშვნელობა აქვს ადგილს?! #იკითხეყველგან

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა