ავტორი:

რას იზამს ეროვნული ბანკი, თუ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს

რას იზამს ეროვნული ბანკი, თუ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს

"ჩვენ არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას" - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მესტვირიშვილი აცხადებს, ლარის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ეროვნული ბანკი შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს, რათა სავალუტო რყევების შედეგად ფასების საერთო დონის, ანუ ინფლაციის დონის ზრდის თავიდან აცილება მოხდეს.

"მთლიანობაში თუ შევხედავთ სავალუტო ბაზარსა და კურსზე მოქმედ ფაქტორებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს პირველ კვარტალში გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, მეორე კვარტალშიც უმჯობესდება.

დღეს გამოქვეყნდა ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, სავაჭრო დეფიციტი უმჯობესდება, ფულადი გზავნილები იზრდება, თუმცა რუსეთიდან ტურისტებზე ემბარგოს დაწესებამ გაზარდა უარყოფითი მოლოდინები, ასევე შეამცირა ტურიზმიდან შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია სავალუტო ბაზარზე.

თუმცა, ჩვენი შეფასებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელსაც ამ წუთებში ვაკვირდებით, არის უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. ჩვენ ინტენსიურად ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს და იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში არ დავუშვათ სავალუტო კურსიდან ინფლაციაზე ზეწოლა, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება" - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, სებ-ი მუდმივ რეჟიმში აკვირდება სავალუტო ბაზარს, თუმცა იმის საჯარო ინდიკატორი რა შემთხვევაში ჩაერევა ეროვნული ბანკი ან რა შემთხვევაში არა, ვერ დაასახელებს.

"როცა დავინახავთ ამის საჭიროებას, დავინახავთ, რომ ამას დადებითი გავლენა ექნება საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ დავიწყებთ ინტერვენციებს" - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ