ავტორი:

"ეს სერიოზული პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა ადამიანი ნევროზამდე და დეპრესიამდე მიიყვანოს" - რატომ წითლდება და ოფლიანობს ადამიანი

"ეს სერიოზული პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა ადამიანი ნევროზამდე და დეპრესიამდე მიიყვანოს" - რატომ წითლდება და ოფლიანობს ადამიანი

როცა ვღელავთ, გვეშინია ან გვრცხვენია, ვწითლდებით და ოფლი გვასხამს. როცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ასატანია, მაგრამ თუ ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ხშირმა მღელვარებამ, რომელსაც სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა სდევს თან, შესაძლოა ის ნევროზამდეც კი მიიყვანოს.

აღნიშნული პრობლემის შესახებ mkurnali.ge-ს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, დერმატოლოგი ლია ჭითანავა ესაუბრა:

- ქალბატონო ლია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უმნიშვნელო მღელვარების დროსაც კი წამოწითლდებიან ხოლმე. რისი ბრალია ეს?

- მედიცინაში ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით სიწითლის შიშს ნიშნავს. დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ (Blush ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს). სახის ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე. შედეგად ადამიანი მცირედი მღელვარების დროსაც კი წითლდება. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც აქვს და შესაძლოა, ადამიანი ნევროზამდე და დაპრესიამდეც კი მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისა, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა - სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციოფობია ახასიათებთ და არცთუ იშვიათად პირადი ცხოვრებაც დაულაგებელი აქვთ. განასხვავებენ სამი სახის გაწითლებას:

1) ძლიერად გამოხატულ სიმორცხვეს;

2) კონფლიქტურ ფორმას (ერითროფობიის პრობლემა);

3) ფორმას, როცა სიწითლეს ოფლიანობაც სდევს თან.

- გამოდის, რომ ბლაშინგ-სინდრომი დაავადებაა..

- არა, ბლაშინგ-სინდრომი დაავადება არ არის, იგი სოციოფობიის გამოვლინებაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომელიმე დაავადების შედეგი იყოს. მაგალითად, ბლაშინგ-სინდრომი ხშირად იჩენს თავს:

  • მენოპაუზის პერიოდში. სახისა და ყელის მოულოდნელი გაწითლება, ალები, ოფლიანობა მენოპაუზის დასაწყისისთვის არის დამახასიათებელი. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ალები ქალს შეიძლება დაეწყოს ჯერ კიდევ საკვერცხეების ნორმალური ფუნქციობის პერიოდში. ამ დროს ქალმა უნდა იმკურნალოს გინეკოლოგის მეთვალყურეობით. ალები და ხშირი წამოწითლება ქრება ჰორმონული გადაწყობის დასრულებასთან ერთად;ცხარე საკვების ან ალკოჰოლის მიღებისას;ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ქლორპროპამიდების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები), ნიტრატების (გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები), ტამოქსიფენის (ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატი), წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო პრეპარატების, რალოქსიფენის (ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატი), კალციტონინის (ძვლოვანი პათოლოგიის სამკურნალო პრეპარატი), კალციუმის არხის ბლოკატორების (გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს გამოსაყენებელდი პრეპარატები) მიღებისას.
  • ცხარე საკვების ან ალკოჰოლის მიღებისას;
  • ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ქლორპროპამიდების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები), ნიტრატების (გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები), ტამოქსიფენის (ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატი), წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო პრეპარატების, რალოქსიფენის (ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატი), კალციტონინის (ძვლოვანი პათოლოგიის სამკურნალო პრეპარატი), კალციუმის არხის ბლოკატორების (გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს გამოსაყენებელდი პრეპარატები) მიღებისას.

- მენოპაუზის, ალკოჰოლისა და წამლების შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ რატომ ვითარდება ბლაშინგ-სინდრომი აღელვების დროს?

- ეს დღემდე უცნობია. ვიცით, რომ ამ დროს ხდება სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება, რის გამოც სისხლი ძლიერ აწვება სახეს, თვით სისხლძარღვთა გაფართოების გამომწვევი მექანიზმი კი შესწავლის სტადიაშია. ერითროფობია თითქმის ყოველთვის ერწყმის სოციოფობიას ანუ საზოგადოებრივი აქტიურობის შიშს და ზოგჯერ სულ უბრალო, ყოფით საქმიანობას, მაგალითად, უცნობ გამყიდველთან რამის ყიდვას, გამოცდის ჩაბარებასაც კი შეუძლებელს ხდის. ქება თუ შენიშვნა ადამიანს აწითლებს, ზოგჯერ მეტყველების უნარსაც კი აკარგვინებს....წაიკითხეთ სრულად mkurnali.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი