ავტორი:

"დღევანდელი ახალმთვარეობა გაძლევთ შანსს, შეეჭიდოთ რაღაც დიდს, გრანდიოზულს" - ასტროლოგის რჩევები უახლოეს დღეებზე

"დღევანდელი ახალმთვარეობა გაძლევთ შანსს, შეეჭიდოთ რაღაც დიდს, გრანდიოზულს" - ასტროლოგის რჩევები უახლოეს დღეებზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი დღევანდელი ახალმთვარეობისა და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ წერს და შესაბამის რეკომენდაციებსაც გვთავაზობს:

"1 აგვისტოს 7 საათსა და 11 წუთზე. ახალმთვარეობა გვაქვს ლომის ნიშანში - 08°37'ზე. ახალმთვარეობის წერტილს შეერთება აქვს ვენერასთან, და ასევე ჰარმონიული ასპექტი იუპიტერთან, რაც ძალიან რბილ, ნაკლებდაძაბულ საერთო ფონს ჰქმნის. არის ასევე კვადრატი ურანთანაც, მაგრამ ეს ასპექტი დაშლაზეა წასული და სერიოზული სირთულეების მოტანა ახლა ნაკლებად თუ შეუძლია.

რას იძლევა ეს ახალმთვარეობა?

ძალიან მაღალ შანსებს შევეჭიდოთ რაღაც დიდს, გრანდიოზულს და მივიყვანოთ ჩვენი წამოწყება ბოლომდე. საამისოდ დაგვჭირდება ჩვენი ცოდნის, ჩვენი კავშირების, მათ შორის უცხოური კონტაქტების მაქსიმალური გამოყენება. ასევე დიპლომატია და კომპრომისების გაკეთების უნარი. თუ ამ იარაღების მეშვეობით ვიმოქმედებთ, მაშინ ყველაზე დიდი გამოწვევებიც კი შეიძლება, რომ იოლად გადაიჭრას.

საინტერესოა ალბათ იმის ცოდნაც, რომ ამ თვეში ორი ახალმთვარეობა გვექნება, რაც არცთუ ისე ხშირი მოვლენაა ბუნებაში. ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც პირველი ახალმთვარეობა თვის პირველივე რიცხვებშია და 29, 5 დღის გასვლის მერე ჯერ ისევ იგივე თვე გვაქვს. მართლაც წლევანდელ აგვისტოშიც ასე ემთხვევა - 1-ლი ახალმთვარეობა, როგორც ვთქვით უწევს 1 აგვისტოს, ხოლო მეორე 30-ში.

ევროპასა და ამერიკაში ასეთ ახალმთვარეობებს შავ მთვარეს უწოდებენ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ფაქტობრივად ყველა ახალმთვარეობა შეიძლება შავი ფერისად მოინათლოს, ვინაიდან ამ დროს ცაზე მთვარის ნამგალი არც კი ჩანს. და ამას თავისი ასტრონომიული მიზეზი აქვს. ყოველი ახალმთვარეობისას ღამისა და დღის მნათობები ეკლიპტიკის ერთსადაიმავე გრადუსზე ხვდებიან ანუ ერთდებიან და თან ამ დროს მზის დისკო გადაეფარება ხოლმე მთვარისას.

ამიტომ თუ სადმე შეგხვდათ ასეთი სახელწოდებით მომდინარე თვის ახალმთვარეობები, არ შეშინდეთ და არ მიეცეთ პანიკას. არაფერი საგანგაშო არ ხდება და ეს სრულიად ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა. აქვე დავაკმაყოფილებ თქვენს ინტერესს და გეტყვით, ყველაზე მეტად პირველ ახალმთვარეობას ლომები და მერწყულები იგრძნობენ თავისთავზე, მეორეს კი - ქალწულები და თევზების ნიშნის წარმომადგენლები".

ნახეთ ასევე: აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - როგორი პერიოდი ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს