ავტორი:

გვარამია - "რუსთავი 2"-ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები, ვინმეს უნდა დააბრალონ  და ეს ვინმე ვარ მე

გვარამია - "რუსთავი 2"-ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები, ვინმეს უნდა დააბრალონ  და ეს ვინმე ვარ მე

ჩემი დადანაშაულება "რუსთავი 2"- ის რაიმე მატერიალურ ზარალში სისულელეა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში მის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მან "რუსთავი 2" ფაქტობრივად "მკვდარი" ჩაიბარა და 7 წელის ისე აფუნქციონირა, რომ ხელფასი არავისთვის დაუგვიანებია.

"ჩემზე ძალიან ბევრი საქმე არის აღძრული, მოგეხსენებათ, მაგრამ ეს ყველაზე სულელურია. ამას ისევ "პაკრიშკების" საქმე სჯობდა. რა თქმა უნნდა, სრული სისულელეა ჩემი დადანაშუალება "რუსთავი 2"-ის რაიმე მატერიალურ ზარალში. მე ჩავიბარე მკვდარი კომპანია და იმის მოკლული, სხვათა შორის, ვისი ცოლიც ახლა მიჩივის. ეს კომპანია დავაყენე ფეხზე და 7 წელი მიუხედავად ყველაფრისა, ვაფუნქციონირე, არც ერთი ხელფასი არ დამიგვიანია და თუ დავაგვიანე, არ ყოფილა ისე, რომ ვინმეს რამე დავალიანება ჰქონოდა. პირიქით, ხელფასს ზემოთაც ვეხმარებოდი ადამიანებს", - განაცხადა გვარამიამ.

ის პროკურატურაში თავის დაბარებას ორი მიზეზით ხნის. მისი თქმით, ეს უკავშირდება "რუსთავი 2"-ში ფინანსურ კრიზისს, რომელიც "ვინმეს უნდა დაბრალდეს" და ასევე, მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის გადაწყვეტილებას.

"მიზანი არის ორი: "რუსთავი 2"-ის დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები და ვინმეს უნდა დააბრალონ და ეს ვინმე ვარ მე. ეს იქნება სასაცილო. პირდაპირ ვეუბნები აქედან, დამაბრუნონ და ხვალვე გავცემ ხელფასაც და არანაირი პრობლემა არ იქნება. ეს ერთი და მეორე მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ტელევიზია, რომელსაც მე ვაკეთებ და რომელიც იქნება „რუსთავი 2“ -ზე უკეთესი. მე ამის პირობას ვდებ. ის გამოიწვევ იმას, რომ „რუსთავი 2“ საერთოდ არააქტუალური გახდება იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა ივანიშვილს“, - აღნიშნა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, თუკი დააკავებენ, ის ტელევიზიას მაინც გააკეთებს.

"ფეხებზე მკიდია თუ დამაკავებენ, მხოლოდ გამოვიძინებ. ყევლაფერი კარგად იქნება. მე გამოვალ და ივანიშვილი ვერასდროს გამოვა. პირობას ვდებ. ტელევიზია გაკეთდება მაინც", - აღნიშნა გვარამიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ