ავტორი:

სამედიცინო განათლების ყალბი სერტიფიკატის დამზადებაზე პროფსასწავლებლის დირექტორი დააკავეს

სამედიცინო განათლების ყალბი სერტიფიკატის დამზადებაზე პროფსასწავლებლის დირექტორი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

"ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა" - თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე

პოლიციამ გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გიორგი კანდელაკის შვილი დააკავა

"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?